"ადამიანების ცხოვრებაში ზოგჯერ სრულიად ჩვეულებრივი,უმნიშვნელო შეხვდრა
საბედისწერო და ყოვლის დამტევ ელფერს შეიძენს ხოლმე.ასეთი ჩვეულებრივი
შეხვედრით დაიწყო დიდი რუსი მწერლის თეოდორ დოსტოევსკის და ანა
დოსტოევსკაიას შეხვედრა: - ეს იყო პეტერბურგში,საღამოს შვიდი
საათია,შემოდგომის ყვითელ ფოთლებს მსუბუქი ქარი ნელი შარი-შურით ფანტავდა
ჰაერში.დიდ მწერალს თეოდორ დოსტოევსკის რომანის დასასრულებლად სტენოგრაფი
სჭირდებოდა.და აი მას შესთავაზეს ჩვეულებრივი რუსი გოგონა,რომელიც
შემდგომში მწერლის სამუდამო თანამგზავრად იქცა. ანა: "4
ოქტომბერს,ჩემს მომავალ ქმართან პირველი შეხვედრის ღირსახსოვარ დღეს,მეტად
კარგ გუნებაზე გავიღვიძე. სახლიდან ადრე გამოვედი.დოსტოევსკისთან "არც
ადრე,არც გვიან" რომ არ მივსულიყავი,როგორც ეს წინასწარ იყო
დათქმული,ბოლშაია მეშჩანსკაიას ქუჩის გავლით ნელი ნაბიჯებით გავემართე
სტოლარნის შესახვევისკენ.თორმეტის ოცდახუთ წუთზე უკვე მის სალთან ვიდექი.
ზარი დავრეკე. კარი მაშინვე გამიღო ხნიერმა მოსამსახურემ,რომელსაც მხრებზე
მწვანე უჯრედებიანი შალი ჰქონდა წამოსხმული. არცთუ ისე დიდი ხნის
წაკითხული მქონდა "დანაშაული და სასჯელი".ამიტომ ჩემდაუნებლიედ
გავიფიქრე-ეს ხომ არ არის პროტოტიპი დრადედამის შალისა,ესოდენ დიდი როლი
რომ ითამაშა-მეთქი მარმელადოვების ოჯახში. მოსამსახურემ სასადილო ოთახში
შემიპატიჟა და მითხრა ბატონიც ახლავე მოვაო. მართლაც ორიოდე წუთის შემდეგ
შემოვიდა თეოდორ მიხაილოვიჩი-მან ანა კაბინეტში შეიპატიჟა,თვითონ
კი,როგორც მერე გაირკვა იმიტომ გასულა,რომ ჩაის მოტანა ებრძანებინა-კედლის
გასწვრივ დიდი,მწვანე ხალიჩაგადაფარებული დივანი იდგა,ხოლო მის
გვერდით-მომრცო მაგიდა.ამ მაგიდასთან ვიჯექი ხოლმე ყოველთვის,როცა თეოდორ
მიხაილოვიჩი რომანს მკარნახობდა. პირველ დანახვაზე დოსტოევსკი ხნიერი
მომეჩვენა,მაგრამ როგორც კი დაილაპარაკა,მაშინვე გაუახალგაზრდავდა სახე და
მე გავიფიქრე,დიდი-დიდი ოცდათხუთმეტი-ოცდაჩვიდმეტი წლისა თუ
იქნება-მეთქი.საშუალო სიმაღლის,გამართული ტანი ჰქონდა.ღია
წაბლისფერი,თითქმის წითური თმა გულმოდგინედ დაევარცხნა,მაგრამ,რამაც
ყველაზე მეტად გამაოცა,ეს დოსტოევსკის თვალები იყო,ისისნი ერთმანეთისაგან
განსხვავდებიოდნენ:ერთი თაფლისფერი იყო,მეორე გუგა კი ისე
გაფართოებოდა,რომ თვალის ფერი აღარც ეტყობოდა.ეს განსხვავება მის
პირ-სახეს იდუმალ გამომეტყველებას აძლევდა. მაშინ არცერთმა არ იცოდა,რომ
რთულ წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაში,ეს ორი ერთმანეთისათვის უცხო
ადამიანი ერთურთს შეეყუდებოდნენ ამქვეყნიურ ამაოებათა გასაქარვებლად.ერთი
სურვილი,მეორის კანონი იყო.მათ თავიანთი არსებობით ერთმანეთს ისე ცხოვლად
გაუმშვენიერეს სიცოცხლე,რომ თეოდორისათვის ანას და ანასათვის თეოდორის
იქით მირიადებით დაუხტულ სამყაროში უკვე აღარაფერი და აღარავინ
არსებობდა.... ....ეს იყო პეტერბურგში...."