სიახლეების კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 86

სტატისტიკა

Мой сайт

ART


Salvador Dali


სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.

1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებშიკუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას სცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიელი ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.

დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.

1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.

ესპანეთში ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი – ეს მე ვარ". ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.

დალის მუზეუმი ფიგერასში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა.

სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.


ცნობილი ქმნილებები [რედაქტირება]

  • აპარატი და ხელი
  • გამჭვირვალე ძროხა
  • მობანავე ქალი
  • ქალისა და ცხოველის სიმბიოზი
  • სიურეალისტური კომპოზიცია
  • დაუკმაყოფილებული სურვილები
  • პოლ ელუარის პორტრეტი
  • უჩინმაჩინი კაცი
  • ფანტასმაგორა
  • დიდი მასტურბატორი
  • ვილჰელმ ტელის გამოცანა
  • რბილი საათები
  • ვერმერ დელფტელის მოჩვენება
  • მედიტაცია საყრდენით
  • უხილავი საყრდენი
  • ბინდის ატავიზმი
  • ათროპომორფული სეკრეტერი
  • ტელეფონი – ომარი
  • დივანი "მეი უესტის ტუჩები"
  • ვენერა მილოსელი ყუთებით
  • დიდი პარანოიკი
  • ქალის თავი ბრძოლის სახით
  • უცნაურობები

საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]

სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: "ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით".

სალვადორ დალიმ 1969 წელს შექმნა "ჩუპა ჩუპსის" ლოგოტიპი და სლოგანი.

სალვადორ დალი ასე ედრებოდა პაბლო პიკასოსო: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. "

სალვადორ დალი მეტად ორიგინალური პიროვნება გახლდათ.მას შეეძლო დარბაზში,სადაც უამრავი სტუმარი ელოდა,თავის ნაცვლად აქლემი შეეშვა;ფეშენებლურ სასტუმროში ბარგის ნაცვლად დელფინის ლეში მიეტანა;მწვანე ფერის ღია "კადილაკში"მწვანე ხავერდში გამოწყობილს მთლიანად გადაეკეტა ქუჩაში მოძრაობა.

 "ჩემთან ერთად დაიბადა ჩემი ძმა,ჩემი ორეული,რომელიც ვალდებული ვიყავი მომეკლა,რათა ჩემი ადგილი დამეკავებინა და საკუთარ სიკვდილზე უფლება მომეპოვებინა"-წერდა სალვადორ დალი თავის "გამოუთქმელ აღსარებაში".
  გენიოს მხატვარს დაბადებიდანვე არ გაუმართლა.იგი მთელი ცხოვრება იძულებული იყო ეტარებინა სხვისი სახელი-სახელი თავის "მტანჯველისა",თავისი ორეულისა.მისი "მტანჯველი" კი იყო მისი ძმა,რომელიც 9თვითა და 10 დღით ადრე გარდაცვლილიყო სალვადორის დაბადებამდე.
  მამამისი,ნოტარიუსი და მისი მეუღლე შეძრულნი იყვნენ პირველი შვილის სიკვდილით და ამიტომაც იყო,რომ მეორე შვილის დაბადებამ მაშინვე არ აღუძრა მათ მშობლის ინსტიქტი.
  პატარა სალვადორი მთელ დღეს მსახურების წრეში ატარებდა.მისი მშობლები კი გარდაცვლილი ბიჭუნას გლოვას განაგრძობდნენ.მომავალ მხატვარს ხშირად ესმოდა ხოლმე მისთვის არც თუ კარგად გასაგები ფრაზები:"მას ისეთი ჭკვიანი თვალები ჰქონდა,მისგან ნამდვილად გენიოსი დადგებოდა".პატარა სალვადორი გრძნობდა,რომმისი მშობლები რაღაცნაირად ნანობდნენ,ცოცხალი ის რომ იყო და არა მისი გარდაცვლილი ძმა.
  მომავალი მხატვარი გრძნობდა,რომ მკვდარი ძმა მას განუწყვეტლივ თან სდევდა,მაგრამ კონკრეტულად სად იმალებოდა იგი,ამის გამოცნობა ძნელი იყო.სალვადორი ყველგან ეძებდა მას:კარადაში,საწოლის ქვეშ,მაგიდაზე.ბიჭუნა თვლიდა,რომ უნდა შეეშინებინა მისი აღშფოთებული სული.შვილის ასეთ უცნაურ გამოხტომებს ყველაზე მეტად მამა განიცდიდა,დალის კი ეს სიხარულს გვრიდა.როდესაც სალვადორმა ყური მოჰკრა,როგორ ეძახდა დედა მამას,ბიჭუნას საკუთარი სახელი გადაავიწყდა,შიშისაგან გაშრა და თქვა:"აი ჩემი ძმაც მოვიდა".
   სალვადორს ბავშვობიდან შიშები დასჩემდა და ალბათ ეს იყო მიზეზი იმის,რომ ვერ იტანდა ბავშვებს,რომლებსაც ჯერ ვერ მიეღწიათ დამოუკიდებლობისათვის.
   დალის ოჯახის მეგობართა შვილები,პატარა მანიაკთან დარჩენისას,საშინელი წამების ობიექტები ხდებოდნენ.სალვადორი თავს ვერასოდეს იკავებდა ისეთი "სიამოვნებისგან",როგორიც იყო ბავშვების ხიდიდან გადაგდება,თავში ნიჩბის ჩარტყმა ან მათთვის ხაფანგის დაგება.ასეთი საქციელით სალვადორი ცდილობდა ხელი შეეშალა ძმის გაცოცხლებისათვის.
 ერთხელაც,პატარა მანიაკმა იგრძნო,რომ შეყვარებული იყო ერთ ცისფერთვალება ბიჭუნაზე,რომელსაც ყვითელი კულულები და ნაზი კანი ჰქონდა.ჯოანის დანახვისთანავე,დალი მიხვდა,რომ ეს ბიჭუნა ღმერთს გამოეგზავნა მისთვის,რათა თავი დაეღწია გარდაცვლილი ძმისადმი შიშისაგან.თავისი ერთგულების დასამტკიცებლად სალვადორი საჩუქრებითა და სითბოთი ავსებდა ბიჭუნას,რომელიც მალე მისი მესაიდუმლე გახდა.პატარა ეგოისტი ყურებდაცქვეტილი ისმენდა სალვადორის როშვას იქამდე,სანამ ამ უკანასკნელს საჩუქრების მარაგი არ ამოეწურა.ერთხელ სალვადორი ბიჭუნას მიუახლოვდა და შესთავაზა,თვალდახუჭულს ეჩვენებინა მისთვის გამხმარი ხე.ჯოანმა დამცინავი მზერა ესროლა "მეგობარს",მერე ნაზი მზერა გააყოლა მეზობელ გოგონას და სალვადორს უღრიალა,თავი დაენებებინა მისთვის.დალი კარგა ხანს იყო თავზარდაცემული მომხდარით.იგი მიხვდა,რომ იმ მომენტში მისი ანგელოზი მოკვდა.სკოლა თავიდანვე არ მოეწონა სალვადორს.შესვლისთანავე მან კედელზე თვალი მოჰკრა მილლეს სურათს "ანჟელიუსს",სადაც გამოხატულია ქალისა და მამაკაცის მოდრეკილი თავები ლოცვის დროს,მინდორში სამუშაოს დამთავრების შემდეგ.სალვადორი გრძნობდა,რომ ამ გლეხებმა საშინელი საიდუმლო იცოდნენ და მას განუწყვეტლივ უთვალთვალებდნენ."ანჟელიუსისა"და სალვადორის ორთაბრძოლა დიდხანს გაგრძელდა.სკოლის დამთავრების შემდეგ ეს სურათი უაღრესად პოპულარული გახდა.მის რეპროდუქციებს ყოველ ნაბიჯზე ყიდდნენ.დალიმ ვეღარ აიტანა მაგიური სურათი და ქალაქიდან წავიდა,მაგრამ იქ ჩასულს იგივე მდგომარეობა დახვდა;მეგობართან სტუმრად მისულმა კედელზე "ანჟელიუსის" უზარმაზარი რეპროდუქცია შენიშნა და მიხვდა,რატომაც ეშინოდა ამ სურათის-მისგან ძმის სიკვდილი იფრქვეოდა.სალვადორმა ლუვრის წამყვან ფოტოლაბორატორიას სთხოვა,დაწვრილებით შეესწავლათ საძულველი სურათი.
  დალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როდესაც რადიოგრაფიკულმა ექსპერტმა ასეთი დასკვნა გამოიტანა:საღებავის ქვეშ,სწორედ იმ ადგილას,სადაც დახატული იყო გლეხების ფეხებთან დაგდებული კალათა,იკვეთებოდა რაღაც უცხო საგანი,რომელიც ყველაზე მეტად უფრო კუბოს წააგავდა.გამოკვლევებმა დაადგინეს,რომ მილლეს ჯერ სხვა სურათი დაეხატა,რომელსაც ერქვა "ბავშვის დაკრძალვა მინდორში" და შემდეგ გადაეხატა მასზე ლოცვის სცენა.შეძრწუნებულმა მხატვარმა "ანჟელიუსის" მისეული ვარიანტი დახატა,რათა საბოლოოდ დაეხსნა თავი კოშმარებისგან.
   გარსია ლორკამ საოჯახო სპექტაკლი მოაწყო და დალიც მიიწვია.ამ დროს სალვადორი მიხვდა,რომ ძმის აჩრდილი კვლავ თან სდევდა,უკვე ახალგაზრდა პოეტის სახით.
  იმ დღეს ლორკამ საკუთარი სიკვდილი ასახა,საოცრად ბუნებრივი იყო მისი აკუწვის სცენა.
  ერთხელ დალი შემთხვევით გაესაუბრა მეგობარს თავისი საშინელი საიდუმლოს შესახებ:"ყოველი დღე საკუთარი ხელით ვუსწორდები ჩემს ძმას.დღეს კი მის საფლავზე ყვავილები გავგზავნე.ის ჩემი პირქუში ღმერთია".
   სალვადორს ღმერთი ახალი სახით მოევლინა.ეს იყო გზასაცდენილი ქალი-გალა.პარანოიდის ცხოვრებაში იგი დამკვიდრდა,როგორც ტორნადო,მისი კომპლექსების დამამსხვრეველი,ქალურობის,სექსისა და სიყვარულის სიმბოლო.სწორედ მან შექმნა გენიოსი სალვადორ დალი.გალა იყო სალვადორის ქმნილებების მიუკერძოებელი კორექტორი,იგი ყველანაირად ცდილობდა,რომ დალი მაღალი საზოგადოებისგან შემოებრუნებინა.დალი მთლიანად ემორჩილებოდა გალას ნებას,ეთაყვანებოდა და ამავე დროს ვერ იტანდა მას.
  ერთ რამეში კი სალვადორი შეუვალი იყო:მას არ უნდოდა შვილები ჰყოლოდა,რადგან ეშინოდა,რომ მისი პირმშო გახდებოდა ნამდვილი სალვადორი,თვითონ კი შავ ლაქად გადაიქცეოდა.
  გალა უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა.დალი ამ დროს 79 წლის იყო.მეუღლის სხეული მან პუბოლის ციხე-სიმაგრეში გადაიტანა და თვითონაც იქ გადასახლდა სიკვდილის მოლოდინში.
  ერთხელ დალი საძინებელ ოთახში ცეცხლში გაეხვია და მხატვარი მიხვდა,რომ სწორედ ასე ემშვიდობებოდა მას გალა.
   საავადმყოფოში დალი უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს,მაგრამ ამის მიუხედავად იგი 2 თვეში გამოეწერა და დასახლდა ფიგერასში,დალის მუზეუმთან ახლოს.
  უკანასკნელი 4 წელი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა-მას აღარაფრის ეშინოდა.დალი მტკიცედ იყო დარწმუნებული,რომ ძმის სული პუბოლის ციხე-სიმაგრეში ჩაწვა.