კატალოგის კატეგორია

შესვლის ფორმა

მოგესალმები სტუმარი!

ძებნა

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 86

სტატისტიკა

Мой сайт

Каталог статей

მთავარი » სტატიები » Мои статьи

გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
 "ის" დადის... ჩემთან ერთად დადის...როცა მე ვდუმვარ,"ის" ლაპარაკობს ჩემში,კი არ ლაპარაკობს,ჟღერს,წკრიალებს დაუსრულებელი ჰანგივით...
        მე მიყვარს იგი...მიყვარს მისი განმარტოებული ქაოსი,მისი შიშველი ნერვები,მისი მშფოთვარე პოეზია:

                                                         "ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
                                                          მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
                                                          მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
                                                          მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი...
                                                                 ...როგორ,საიდან...არ იცის თვითონ,
                                                                    ის უცნობ ხიდზე დგას,სხვაა ხიდი.
                                                                    მძიმეა ტვირთი?მაშ სხვებმა ზიდონ,
                                                                    ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი".

      "ის" გენიაა,ყველაზე გენიალური,რაც შეიძლება ითქვას ადამიანებში,მაგრამ "ის" მარტოა ამ ბრბოში,სრულიად მარტო თავის თავთან და წარსულის ფიქრებთან.მას ბრბოსი ეშინია,ეშინია მათი სტიქიისა და გრძნობების.არა,"ის" გარიყული არ არის,მაგრამ მაინც განმარტოებულია თავისი სულიერი მიზნითა და არსით.მას სიყვარულიც შეუძლია და დიდი გულწრფელობით უყვარს კიდეც.მას მთელი გულით უყვარს თავისი სიცოცხლის მანძილზე ადამიანი,ქალი და სიკვდილის ბოლომდე ერთგული რჩება მისი.გენიალურ ლექსებს,თავისი გრძნობის შედევრს ქმნის "ის" მასზე:

                                             "მზეო თიბათვის,ყოფნა უმზეო!
                                               მზე მიიცვალა ღია თვალებით!
                                               ის მიიცვალა რაღაც უმწეო
                                               და საოცარი გარდაცვალებით!
                                                         მას გახელილი დარჩა თვალები,
                                                         ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!
                                                         ის უცხო მხარეს გარდაიცვალა
                                                         და გახელილი დარჩა თვალები!..
                                            ...ღირდა თუ არა სხვა სიცოცხლეზე
                                               ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი?
                                               მე გზა არ ვიცი უახლოესი:
                                               ერთადერთი გზა არის სიკვდილი".

         "ის" ქუჩაში მიდის მარტო,წვიმაში,ქარში,თოვლში,მას მთელი  ქვეყანა თავს ატყდება,მაგრამ "ის" მაინც მიდის ქუჩაში მარტო,მიჰყვება ცხოვრების დინებას,ებრძვის თვით ამ ცხოვრებას,ცდილობს მისი სიშავე მოიცილოს,გადალახოს ყველა ლაბირინთი,"ის" ანგრევს შავ ბორკილებს..."ის" თავად ბედსაც ებრძვის და იმარჯვებს კიდეც...
          მაგრამ "ის" ხომ ძალიან დაიღალა ყველაფრით,ჭიდილით დაიღალა,ძალიან დაიღალა.მისთვის ყველა მზე,ყოველი გაზაფხულის,ზაფხულის,შემოდგომის და ცივი ზამთრის მზეები დიდი ხანია ამოვიდნენ და უმალ ერთმანეთის მიყოლებით ჩაესვენნენ.მისთვის ყველა ვარდი გაშლილა და დამჭკნარა ამ მზეების ჩასვლისას,ის ვარდიც,სილაში ამოსული,და ის სილაჟვარდეც გამქრალა უკვე."ის" გიჟი იყო ამ ბრბოსათვის,რომელმაც ქვეყნიერება შთანთქა და მოისრა.მასაც ბოლოს ის ბედი ეწია. ის,ის...არა,"ის" მე საოცრად მიყვარს."ის" ხომ სულის მეცნიერებაა,საიქიოს არსის ფილოსოფოსი და გენიის მეფე...

                             "ქალაქში,მტვერში წაიქცა ბავშვი
                              ნუკრის თვალებით,თმით-მიმოზებით.
                              და მწუხარების მალე ნიავში
                              მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.
                                                        შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
                                                        შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
                                                        მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
                                                        და გაისმოდა დების სიმღერა".

          დავდივარ და დამყვება მოუცილებლივ..."ის" ჩემში ჟღერს,ხმიანობს...მე მეჩვენება,რომ "ის" ჩემი სულის ორეულია,მე კი მისი მხოლოდღა ერთეული...ან ვინ შევედოს მის სიდიადეს გაზომვა,აწონვა..."ის" ხომ ქართულ მიწაზე დაქცეული სისხლისფერი თბილი ცრემლია,რომელსაც ობლობა ელის...ობლობა და მარტოსულობა...ან ვინ გაუგოს გენიის მოთქმას!"ის" ხომ მიწაზე არ დგას,ჰაერში დაფრინავს გაგიჟებული ლურჯა ცხენებით,რომლებიც ცხენთა შეჯიბრებაზე მიიჩქარიან...მიდის,მიგრიალებს მისი მზიური ეტლი და თანდათან იკარგება თვალთაგან სილაჟვარდეში,დაუდგრომელ შორეთში,ოღონდ გულიდან კი არა...
               ის...ის არის...დანარჩენი სხვები არიან......
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: tamara007 (2009-01-24)
ნანახია: 942 | რეიტინგი: 5.0/5 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: